კიმ კარდაშიანის მამინაცვალი, რომელიც უკვე ქალია, ტრანსგენდერზე ქორწინდება

კიმ კარდაშიანის ყოფილი მამინაცვალი, ბრიუს ჯენერი, რომელიც, რამდენიმე წლის წინ, ქეითლინ ჯენერი გახდა, კვლავ დაოჯახებას გეგმავს. მისი რჩეული ახალგაზრდა მოდელი, სოფია ხათჩინსია, რომელიც, სულ ახლახან, ბიჭი იყო, სახელად – სკოტი. წყვილი ერთმანეთს წელიწადზე მეტია, რაც ხვდება და გადაწყვიტეს, რომ უკვე დაქორწინების დროა. დიდი ასაკობრივი სხვაობა მათ ხელს არ უშლით. ქეითლინი 69 წლისაა, სოფია კი, სულ რაღაც, 21 წლის.
იმის შესახებ, რომ სოფია მამაკაცი იყო, მხოლოდ ხმით შეიძლება, მიხვდეთ – იმდენად ორგანულია ის ახალი გარეგნობით. იმ დროს, როდესაც ბრიუს ჯენერი მამაკაცი იყო, საქვეყნოდ ცნობილი სპორტსმენის რანგში გახდა. ის ათლეტი იყო – 1975 წლის პანამერიკულ თამაშებსა და მონრეალში, 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედლები მოიპოვა. თუმცა, როგორც აცხადებს, ბავშვობიდან გრძნობდა, რომ ქალი იყო. ამის მიუხედავად, მან, კრის კარდაშიანთან ქორწინებაში, 23 წელი გაატარა. 2015 წელს, განქორწინების შემდეგ, ბრიუსმა საქვეყნოდ აღიარა, რომ შინაგანად ყოველთვის ქალი იყო და მალევე შეიცვალა სქესი.

კომენტარები

სხვა სიახლეები