კიევი „ცოდვების ქალაქად“ გადაიქცევა

ფესტივალი „თეთრი ღამეები“ უკრაინის დედაქალაქში 4-5 სექტემბერს გაიმართება. ის, ორგანიზატორების განცხადებით, სტუმრებს არა მარტო სანახაობით, არამედ გარყვნილებითაც შოკში ჩააგდებს.
„ეს გრანდიოზული იქნება, – ცოდვების და აღვირახსნილობის ქალაქი, ხორციელი სიამოვნებით და ექსტაზით, სექსკაბინებით და გიჟური მოძრაობებით. მე ამის გარანტიას ვიძლევი“, – განუცხადა პორტალ „უკრაინა.რუ“-ს ღონისძიების ორგანიზატორმა რომან ტურგაშევმა.
ფესტივალზე დასწრება მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ. ღონისძიების მონაწილეები შეძლებენ არა მარტო მუსიკის მოსმენას, არამედ სპეციალურად მოწყობილ კაბინებში სექსით დაკავებას.

კომენტარები

სხვა სიახლეები