კიეველი მამაკაცი რუმინეთში გასაქცევად თავს ქალად ასაღებდა

უკრაინის საზღვარზე სამართალდამცავებმა ქალის ტანსაცმელში გადაცმული კიეველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც რუმინეთთან საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ცდილობდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სახელმწიფო უწყება იტყობინება. „თავს ქალად ასაღებდა და ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საზღვარი. მამაკაცმა საკუთარი არასრულწლოვანი შვილი აიყვანა და თავისი მეუღლის პასპორტი წარუდგინა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. მაგრამ სასაზღვრო კონტროლის თანამშრომელმა მალევე გამოააშკარავა 30 წლის მამაკაცი, მას არც მაკიაჟმა და არც პარიკმა უშველა“, – აღნიშნეს უკრაინის სასაზღვრო სახელმწიფო უწყებაში. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ხერხით მოქალაქე ცდილობდა თავი აერიდებინა ჯარში მობილიზაციისთვის. ახლა კი მას პასუხისგებაში მისცემენ, ვინაიდან მესაზღვრეებმა ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას აცნობეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები