30 წლის რუსი ქალბატონი ოლესია სმირნოვა 169 კილოგრამს იწონიდა, როდესაც ერთ-ერთ რეალითი შოუში „ადამიანების აწონვა“ მივიდა.
„ძალიან მრცხვენია, რომ ჩემს შვილს ასეთი მსუქანი და უშნო დედა ჰყავს“ – განაცხადა შოუს დაწყებისას ქალმა მაყურებლების წინაშე.
შოუს ფინალში ალისა 67 კილოგრამით ნაკლები იყო, თუმცა ეს მისი საბოლოო მიზანი არ არის, სკოლის ასაკის დროინდელი ფორმების დაბრუნებას გეგმავს. ალისას მიზანია მისი სხეულის წონა 70 კილოგრამს არ აღემატებოდეს.
წონაში კლების საკუთარი მეთოდი ალისამ სამ პუნქტად ჩამოაყალიბა.
სწორი კვება – უმჯობესია მიირთვათ დღეში რამდენჯერმე, სამაგიეროდ ცოტ-ცოტა. თეთრი პური შავით ჩაანაცვლეთ, შემწვარი მოხარშულით, შეამცირეთ მარილი. ასევე დალიეთ 2-3 ლიტრ წყალი დღეში.
ფიზიკური დატვირთვა – ფეხით სიარული დღეში 2 საათის განმავლობაში, აქტიური სპორტული თამაშები და რაც მთავარია, სკამისა და სავარძლის ნაცვლად დღეში მინიმუმ 40 წუთი გიმნასტიკურ ბურთზე ჯდომა.
და მესამე არანაკლებ მთავარი პუნქტი გახლავთ საკუთარი თავის რწმენა და ცხოვრების სიყვარული.
წყარო: http://w.dainteresdit.ge/