4 შვილის დედამ მეხუთე ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში გააჩინა. ქალს, ავტომანქანაში გადაყვანიდან 2 წუთში, მშობიარობა დაეწყო. ექიმებმა მანქანა გააჩერეს და ქალი ამშობიარეს. ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და დაიბადა ჯანმრთელი გოგონა. რამდენიმე წუთში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედა-შვილი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა. „შეიძლება ითქვას, რომ მისამართზე წამებში ვიყავით. ქალს სანაყოფე წყლები უკვე დაღვრილი ჰქონდა და, ყველა ნიშნის მიხედვით, ძალიან მალე იმშობიარებდა. დაუყოვნებლივ დავიწყეთ მზადება პაციენტის ჰოსპიტალიზაციისთვის.
თუმცა, ქალბატონისთვის ეს მეხუთე მშობიარობა იყო და იმის ალბათობა, რომ პატარა საავადმყოფოში მისვლამდე დაიბადებოდა, საკმაოდ მაღალი იყო“, – იხსენებს უფროსი ექიმი, ნინო ზერეკიძე.
სხვა სიახლეები