კიბოს ნიშნები და სიმპტომები – როგორ მივხვდეთ, რომ საფრთხის წინაშე ვართ

ნიშანი და სიმპტომი – ორივე ავადმყოფობის სიგნალია, რომელიც არ უნდა უგულვებელყვოთ. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ყველაფერი რიგზე არაა და ექიმთან ვიზიტია საჭირო.
კიბო ისეთი დაავადებაა, რომ თითქმის ყველანაირი სიმპტომი შეიძლება ახლავდეს თან. ნიშნები და სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული თუ სხეულის რა ნაწილშია კიბო, რამდენად დიდია მისი ზომა და რამდენად ძლიერ ეფექტს ახდენს ორგანოებსა თუ ქსოვილებზე. ამასთან, თუ უკვე გავრცელებულია მეტასტაზები, სიმპტომები სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩნდება. როდესაც კიბო იზრდება, დარტყმა ახლომდებარე ორგანოებს, სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას აქვს. თუ კიბო კრიტიკულ არეშია, მაგალითად ტვინის გარკვეულ ნაწილზე, ყველაზე პატარა ზომის სიმსივნეც კი სიმპტომებს გამოიწვევს. თუმცა, ზოგჯერ კიბო ისე მიმდინარეობს, რომ პაციენტი სიმპტომებს ვერ გრძნობს. მაგალითად, პანკრეასის ჯირკვლის კიბო.
აუცილებლად უნდა იცოდეთ კიბოს ძირითადი სიმპტომები. თუმცა, თუ რომელიმე მათგანი აღმოგაჩნდათ, არ ნიშნავს, რომ კიბო გჭირთ. თუ მსგავსი სიმპტომები დიდხანს გრძელდება, ექიმთან ვიზიტია საჭირო.
წონაში დაკლება: ბევრი ადამიანი, ვინც კიბოთია დაავადებული, წონაში იკლებს. როდესაც კილოგრამებს სრულიად უმიზეზოდ კარგავთ, ამას ვერ ხსნიან. თუ სრულიად მოულოდნელად 5 კილოზე მეტი დაიკელით, ექიმთან ვიზიტია საჭირო. ძირითადად წონაში საგრძნობლად იკლებენ პაციენტები, რომელთაც პანკრეასის, კუჭის, საყლაპავი მილის, ან ფილტვების კიბო აქვთ.
ციებ-ცხელება: ეს სიმპტომი ძირითადად მაშინ ჩნდება, როდესაც კიბო ორგანიზმში ვრცელდება. კიბოთი დაავადებული პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნებათ ციებ-ცხელება, განსაკუთრებით მაშინ, თუ კიბო, ან მისი მკურნალობა გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. არც თუ ისე ხშირად ციებ-ცხელება შესაძლოა, ლეიკემიის, ან ლიმფომას საწყისი ნიშანი იყოს.

წყარო: http://2.dainteresdit.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები