ლუიზიანაში ახლა ახალი ფილმის, Bill & Ted Face the Music – ის გადაღება მიმდინარეობს. პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს კიანუ რივზი ასრულებს, რომლის მუსიკამაც, სცენარის მიხედვით, უნდა გადაარჩინოს სამყარო. სწორედ ლუიზიანაში, გადაღებების ადგილთან ახლოს აღმოაჩინეს ხელნაკეთი ტრაფარეტი, რომელზეც იყო რივზისადმი მიმართული წარწერა: “შენ სუნთქვისშემკვრელი ხარ”
ფრაზა ” შენ სუნთქვისშემკვრელი ხარ” პოპულარული მაშინ გახდა, როდესაც კიანუ რივზი სიტყვით გამოდიოდა თამაშების კონფერენციაზე E3-2019 და ფანმა დარბაზიდან სწორედ ეს სიტყვები წამოიყვირა, ხოლო მსახიობმა მიუგო: “არა, ეს შენ ხარ სუნთქვისშემკვრელი!”
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ტრაფარეტი წარწერით ლუიზიანელმა სტეისი ჰანტმა განათავსა და ამის შემდეგ, რამდენიმე საათში მის სახლთან მანქანები გაჩერდა, ხოლო ერთ-ერთიდან რივზი გადმოვიდა და სთხოვა ტრაფარეტზე წარწერის გაკეთების ნებართვა. ფანიც დათანხმდა. მთელი “თვითერი” კი სწორედ იმაზე საუბრობს, რომ სამყაროს მართლაც რომ კიანუ რივზი გადაარჩენს თავისი სიკეთითა და თავმდაბლობით!