ბრიტანული გამოცემა „dailymail“ აქვეყნებს ახალი კვლევის შედეგებს, სადაც ნათქვამია, რომ 65-დან 80 წლამდე ასაკის ადამიანების 73% კმაყოფილია თავისი ინტიმური ცხოვრებით. ამ ასაკის მამაკაცების 18% და ქალბატონების 3% იღებს მედიკამენტებს სექსუალური ფუნქციის სტიმულირებისთვის. ნახევარზე მეტი იმ ადამიანთა შორის, რომელთა ასაკიც 65-დან 80 წლამდე მერყეობს, აცხადებს, რომ ინტიმური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია მათი ცხოვრების ხარისხისთვის. ექიმი ელისონ ბრაიანტი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „AARP“-დან, რომელიც აღნიშნული კვლევის სპონსორი გახდა, აცხადებს, რომ „ეს მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სექსუალური სიახლოვის მიმართ ინტერესი და მოთხოვნილება არ ქრება გარკვეული ასაკის დადგომის შემდეგ.“
კვლევის ავტორი ერიკა სოლუეი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს: „სექსუალური ჯანმრთელობა ასაკოვან ადამიანებში არ იქცევს დიდ ყურადღებას, მაგრამ მჭიდროდ არის დაკავშირებული ცხოვრების ხარისხთან, ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან“.
სხვა სიახლეები