მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ქირურგიული ჩარევის დროს გამოყენებულმა ნარკოზმა ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებას შეიძლება სერიოზული დაღი დაასვას. ყველაზე დიდ საფრთხეს კი ნარკოზი 4 წლამდე ბავშვებში ქმნის. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ასეთ ბავშვებს დაბალი IQ აქვთ და მათი მეტყველების უნარიც, დანარჩენების მსგავსად, არ არის გამართული.
ექსპერიმენტში 106 მეცნიერი მონაწილეობდა, რომლებიც 53 მოხალისეზე აწარმოებდნენ დაკვირვებას. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ანესთეზია შეიძლება ზიანის მომტანი ყოფილი თავის ტვინისათვის და, სამწუხაროდ, მათი ვარაუდი გამართლდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ბავშვების განვითარება, რომლებსაც ჩაუტარდათ ქირურგიული ანესთეზია, ჩამორჩება იმ თანატოლების განვითარებას, რომლებსაც მსგავსი პროცედურა არ გაუვლიათ.
სხვა სიახლეები