კვირის პროგნოზი 13 – 19 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან
ვერძი
გაიზრდება გადაადგილებების და შეხვედრების რაოდენობა. სამუშაოს შესრულებისას, მოერიდეთ ცვლილებებს. ნუ დაუპირისპირდებით კოლეგებს და შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. სასიყვარულო განცდები და მღელვარება კი, გაძლიერდება.

კურო
ენერგიულობა დაგეხმარებათ ჩანაფიქრების განხორციელებასა და ცხოვრების გაუმჯობესებაში. გაიზრდება ურთიერთობებისა და გადაადგილებების რაოდენობა. საყვარელ ადამიანს, უმიზეზოდ ნუ შეეკამათებით და ეცადეთ მეტად მომთმენი იყოთ.

ტყუპები
კარიერულ ზრდაში ინტუიცია, გამოცდილება და პროფესიონალიზმი დაგეხმარებათ. კარგი იქნება თუ გააფართოვეთ საურთიერთო წრეს. შეძლებთ როგორც პირად, ისე საოჯახო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა, საუკეთესო მოგონებებს დაგიტოვებთ.

კირჩხიბი
დაიოკეთ აზარტი და რისკის სურვილი. ურთიერთობებში გაურკვევლობა, გაიძულებთ შეცვალოთ გეგმები. სასიყვარულო ურთიერთობების, გრძნობათა გამძაფრების და ინტიმური ცხოვრების გააქტიურების სურვილის შემთხვევაში, შეეცადეთ არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები.

ლომი
წინასწარი გათვლების გარეშე ნუ გარისკავთ. გამოიყენეთ ეს დრო გავლენიან პირებთან დასაახლოებლად. სამომავლო გეგმები დაუკავშირდება ოჯახსა და საყვარელ ადამიანს. გადადეთ შორეული მოგზაურობები.

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. გაიზრდება ინტუიცია, მეტად ფრთხილი და წვრილმანებისადმი დაკვირვებული გახდებით. შესაძლოა საზოგადოების განხილვის საკითხი გახდეს თქვენი სასიყვარულო კავშირი.

სასწორი
საქმიან სფეროში, ნებისმიერი წამოწყება ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ. მოერიდეთ კონფლიქტებს. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში, გარკვეულ დათმობებზე მოგიწიოთ წასვლა. ფარული სასიყვარულო ურთიერთობა, მალე დასრულდება.

მორიელი
ენერგიულად მოქმედების პერიოდია. გარშემომყოფების პრობლემების მოსმენაზე, დროს ნუ დახარჯავთ. ეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ ხარჯის რაოდენობა. სიფრთხილე და ყურადღება კი, თავიდან აგაცილებთ ტრავმებსა და ავადმყოფობას.

მშვილდოსანი
ადვილად დაამყარებთ საჭირო კავშირებს. მომავალი ფინანსური წარმატება, თქვენს შრომისუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული. ჰარმონიული გახდება საოჯახო და სასიყვარულო კავშირიც. გაიზრდება გადაადგილებების, მოგზაურობების, კონტაქტებისა და შეხვედრების რაოდენობა.

თხის რქა
ცნობისმოყვარეობა გაიძულებთ მეტი იმოძრაოთ და გაიცნოთ ბევრი ხალხი. თუ გონივრულად იმოქმედებთ, ფინანსური ოპერაციები წარმატებას მოგიტანთ. მოგზაურობისას წინასწარ გათვალეთ ყველა ნაბიჯი. უეცარი სასიყვარულო რომანები კი, ასევე უეცრად დასრულდება.

მერწყული
გაიზრდება ინტუიცია მეტად ფრთხილი და წვრილმანებისადმი დაკვირვებული გახდებით. შესაძლოა საზოგადოების განხილვის საკითხი გახდეს თქვენი სასიყვარულო კავშირი, ამიტომ იყავით ფრთხილად.

თევზები
მშვენიერ განწყობაზე იქნებით. შემოსავლის გაზრდისათვის, შეიძლება აუცილებელი გახდეს გარისკვა. თქვენს მიმართ გაიზრდება ინტერესი. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან კავშირს. მოგზაურობა სასიამოვნოდ ჩაივლის. საყვარელი ადამიანის მიმართ კი, განსაკუთრებით მომთხოვნი და ეჭვიანი ნუ იქნებით.

კომენტარები

სხვა სიახლეები