შეიძლება თამამად ითქვას, დამდეგი კვირით იწყება ის თითქმის ერთთვიანი პერიოდი, რომელიც მიმდინარე წლის მანძილზე სავსებით შესაძლოა ჩაითვალოს ერთერთ-ყველაზე პოზიტიურ ხანად ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის. დიახ მეგობრებო, მაისის ბოლომდე ნებისმიერი თქვენგანს ეძლევა შანსი სხვადასხვა სფეროში წარმატების, წინსვლისა და აქტიურობისთვის.
კვირა მერკური-ურანის აქტიური შეერთებით იწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ადამიანებს ერთობ გენიალური, უზომოდ კრეატიული იდეები ებადებათ ხოლმე. რომელთა განხორციელებაც სამომავლოდ სერიოზული წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს.
ამ პერიოდში შესაძლოა ასევე მარტივად იპოვნოთ გამოსავალი იმ პრობლემიდან, რომელიც ბოლო დროის მანძილზე გადაუჭრელად გეჩვენებოდათ.
მერკური ურანის შეერთება ხელს უწყობს მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ინფორმაციების ალბათობას. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ორშაბათს საზოგადოება სულ მცირე ერთმა სკანდალურმა ამბავმა მაინც არ ააფორიაქოს.
სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტრო-ხელსაწყოებთან მუშაობისას. დიდია ალბათობა იმისა, რომ ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდეს აბსოლუტურად აუხსნელი მიზეზების გამო. კვირის დასაწყისში არ არის რეკომენდირებული თვითმფრინავით მგზავრობის დაგეგმვა.
3-5 მაისის პერიოდში შავი მთვარე მარსთან ოპოზიციაშია. რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიური იქნება იდეოლოგიური დაპირისპირებები. ადამიანებში მოიმატებს ორმაგი თამაშების მოთხოვნილება და საკმაოდ რთული იქნება ზღვარის გავლება ბოროტსა და კეთილს შორის. შესაძლებელია სამართლიანობის სახელით ამ პერიოდში არაერთმა ადამიანმა ჩაიდინოს აგრესიული საქციელი. რაც თავისთავად გაუმართლებელია.
ასევე 3-5 მაისის შუალედში აქტიურია მზისა და ნეპტუნის დადებითი ასპექტი, რაც თავის მხრივ მოგვცემს გაძლიერებულ ინტუიციურ შესაძლებლობებს, შემოქმედებითი ტალანტის აქტიურობას, ამ პერიოდში მარტივია ნებისმიერი ჩახლართული საიდუმლოს გამოაშკარავება. შესანიშნავი პერიოდია მუსიკოსებისთვის, მხატვრებისთვის, თეატრალებისთვის.
ზემოთხსენებულ პერიოდში მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოთ ასაკით უხუცეს ნათესავებთან ურთიერთობის დარეგულირებას. აქტიურდება ჯანმრთელობის პრობლემები რომელიც სისხლის ცირკულაციას და წნევის ცვალებადობას უკავშირდება. აუცილებელია მოზომოთ თქვენი ამბიციები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელმაც სამომავლოდ ჯაჭვურად შეიძლება მოიტანოს პრობლემები ოჯახის წევრებთან და ახლო წრის ნათესავებთან მიმართებაში.
4 მაისიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ (უკანმავალ) მოძრაობას გაასწორებს და ჩვეულ მიმართულებაში გააგრძელებს სვლას. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში კომუნიკაციის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამ პერიოდიდან თამამად შეგიძლიათ წამოიწყოთ ახალი საქმეები, დაამყაროთ პერსპექტიული ურთიერთობები, აწარმოოთ მოლაპარაკებები წერილობით თუ სხვა სახის კომუნიკაციის საშუალებით. შესანიშნავი პერიოდია მოკლევადიანი მივლინებების დასაგეგმად. ასევე აქტიურად დაგეგმეთ ვიქენდი. ვარსკვლავების განლაგება საკმაოდ პოზიტიურ კვირის დასასრულს გვპირდება და სასურველია მაქსიმალურად გამოვიყენოთ პლანეტების კეთილგანწყობა.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge