კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 27 მარტი – 2 აპრილი

მათთვის ვისთვისაც, გასული “ვიქენდი” განტვირთვისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და აპირებს კვირის დასაწყისშიც გააგრძელოს მაგარი სპირტიანი სასმელებით “გართობა” ვიტყვით, რომ ფრიად ნეგატიური ასპექტების კონფიგურაცია იკვრება ცაზე. ამიტომ კვირის პირველ ნახევარში როგორც ალკოჰოლური, ისე კვებითი ინტოქსიკაციის საფრთხეები ერთი-ორად იზრდება. შესაბამისად, კარგს იზამთ, თუკი მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოიჩენთ ამ სფეროში.

ორშაბათი კი მძიმესთან ერთად, შესაძლოა გარკვეული ილუზებისა და სიზარმაცის დღეც იყოს. ბევრი ადამიანისთვის იქნება რთული, განვლილი დასვენების დღეების რიტმიდან სამუშაო რეჟიმზე გადაწყობა. მით უმეტეს, რომ უკვე სამშაბათს ანუ 28 მარტს ახალმთვარეობასაც ველით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ადამიანებში მშფოთვარე ემოციებს.

ახალმთვარეობა თავისი არსით საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე იგი ვერძის ზოდიაქოს ემთხვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს აგრესიულობის დონე. არ არის გამორიცხული კონფლიქტები აბსოლუტურად სუფთა ნიადაგზე აღმოცენდეს და ერთი შეხედვით მსუბუქი კინკლაობით დაწყებული დავა, სერიოზულ და ხელჩართულ ჩხუბშიც კი გადაიზარდოს. აქტიური იქნება ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა. შესაბამისად, მაქსიმალურად აკონტროლეთ სიჩქარე, დაემორჩილეთ სამართალდამცავების მითითებას და არავითარ შემთხვევაში არ გააღვივოთ კონფლიქტები გარშემო მყოფებთან. გახსოვდეთ, ახალმთვარეობისას ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი ემოციის კონტროლი, რაც ხშირად იწვევს მათი მხრიდან არაადეკვატურ ქმედებას. ამიტომ კვირის შუა პერიოდამდე ნებისმიერ ჩვენგანს, მკაცრად მოეთხოვება კონტროლი აიღოს საკუთარ ემოციებზე.

თუმცაღა ახალმთვარეობას დადებითიც ბევრი ახლავს თან. კერძოდ ის, რომ ზუსტად ამ პერიოდში სამყარო უდიდეს ენერგიას გვიგზავნის, რის ხარჯზეც ყველაფერი ძველის, მომაბეზრებელისა და დრომოჭმულისგან გათავისუფლება ხდება საოცრად ადვილი. კარგი პერიოდია მავნე ჩვევების დასაძლევად ან ჯანსაღი ცხოვრების წესის წამოსაწყებად. რაკი ახალმთვარეობა ვერძის ნიშანში ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერ საქმეში აიღოთ საკუთარ თავზე ინიციატივა და პრობლემებს, რომელიც აქამდე არა და არ გვარდებოდა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვათ წერტილი. მით უმეტეს, რომ ახალმთვარეობას ზურგს მერკური-სატურნის ტრინიც გაუმაგრებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის საქმე, რომელიც ზემდგომებთან მოლაპარაკებასა და სიტუაციის დარეგულირებას უკავშირდება დადებითი შედეგებით შეიძლება გადაწყდეს. მარტივად დარეგულირდება ასევე ურთიერთობა ჩინით ან ასაკით უფროს ადამიანებთან. საუკეთესო დროა უფროს დედმამიშვილებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. თამამად შეგიძლიათ ასევე სამსახურში უფროსობასთან ხელფასის მომატების საკითხიც წამოაყენოთ.

კვირის ბოლოს სასურველია თავი შეიკავოთ ზედმეტი დაპირებების გაცემისგან. არ არის კარგი დრო ხანგრძლივვადიანი მივლინებების დასაგეგმად. არანაკლებ არასახარბიელო პერიოდია სასამართლო დავების წამოსაწყებადაც. სიფრთხილით მოეკიდეთ უცხოელებთან თანამშრომლობის და კომუნიკაციის საკითხს.

ამ კვირის მიწურულს პლანეტა მერკური ზოდიაქოს ნიშანს იცვლის და კუროს ზოდიაქოში “გადაბარგდება”. მართალია, მისი ეს ინგრესია მოკლევადიანია, იმიტომ რომ სულ მალე მერკური რეტრო ფაზაში დაიწყებს მოძრაობას (რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ისევ დაბრუნდება ვერძის ზოდიაქოში), მაგრამ სანამ იგი კუროს ზოდიაქოში იმყოფება შესანიშნავი შანსი გეძლევათ გარკვეული ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. მერკურის ტრანზიტი კუროს ზოდიაქოს ნიშანში, გააძლიერებს ადამიანებში ფინანსურ ალღოს და შესაძლებლობებს. ეს კარგი პერიოდია ასევე დაწყებული საქმეებისა და ფინანსური მოლაპარაკებების დასასრულებლად. წარმატება ელით საბანკო-საფინანსო სფეროში მომუშავე ადამიანებს. ასევე არქიტექტორებს, დიზაინერებს და სარესტორნო ბიზნესში მომუშავე ხალხს.

წყარო:http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები