კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 8-13 აგვისტო

ლომის ზოდიაქოს მმართველობა ძალაში შედის და აქტიურდება პირველ რიგში სასიყვარულო პერიპეტიები. ლომი ხომ ჰოროსკოპის მეხუთე სახლს მართავს, რაც თავის მხრივ ფლირტის, სიყვარულის და ამურის ამბებს შეესაბამება.
ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ დამდეგი კვირა სავსე იქნება სასიყვარულო სფეროში ბატალიებითა და ვნებათაღელვით. უკვე ორშაბათს სიტუაციას დრამატიზმს მისცემს მარსისა და ვენერას კვადრატურა. ეს ორი ე.წ. “გენდერული” პლანეტაა, რომელიც თავის მხრივ ქალურ (ვენერა) და მამაკაცურ (მარსი) საწყისებს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, მათი დაპირისპირება ცაზე რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულ და დაოჯახებულ წყვილებს შორის კონფლიქტების ალბათობას და დაპირისპირებებს ერთიორად გაზრდის. ასე რომ, ჩემო კარგებო, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გონიერების, სიმშვიდისა და პარტნიორებისადმი ლოიალური დამოკიდებულებისკენ მოგიწოდოთ კვირის დასაწყისში. გადაივლის მარსი-ვენერას დაძაბული ასპექტი და თქვენს ურთიერთობაშიც დაისადგურებს ასე თუ ისე სიმშვიდე.
ორშაბათი მძიმე დღეაო და მართლაც რთული იქნება ეს ორშაბათი. არა მხოლოდ მარსი-ვენერას კვადრატის გამო. სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს მერკური-ნეპტუნის ოპოზიცია. რაც სასურველსა და რეალობას შორის არჩევანის გაკეთების უუნარობას უკავშირდება. ადამიანებში მოიმატებს ერთმანეთის მოტყუებისა და გაცურების მოთხოვნილება. გააქტიურდება ჭორები და ინტრიგები.
ამ ყველაფერს უკვე 10 აგვისტოს მერკურისა და პლუტონის ასპექტიც დაემატება. ეს ის დღეა, როცა გამოთქმა “ჩემი ენა, ჩემი მტერიო” ძალზე აქტუალური იქნება. შესაბამისად, სანამ ვინმეს რამეს ეტყვით ან შენიშვნას მისცემთ, “ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით” თქვენი ამ ქმედების ობიექტურობა.
კვირის ბოლო აკორდები ისევ და ისევ პირად ურთიერთობებს შეეხება. ვენერა სატურნთან კვადრატს გააკეთებს, რაც იმას ნიშნავს რომ მათთვის, ვინც კვირის დასაწყისში დაწყებული უთანხმოებები ვერ აირიდა თავიდან, ურთიერთობაში გაცივებისა და დროებითი “ტაიმ აუტის” დრო დგება. ამიტომ ამ პერიოდში ისე როგორც არასდროს საჭიროა მეტი სითბოს, ყურადღებისა და სიყვარულის გამოჩენა მეორე ნახევრების/პარტნიორების მიმართ. ამიტომ თუკი რეალურად აგრძნობინებთ თქვენს საყვარელ ადამიანს, რომ ის თქვენ მართლა გჭირდებათ, მენდეთ, ვარსკვალავების გავლენა მარტოოდენ კატალიზატორი იქნება თქვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების კუთხით.

კომენტარები

სხვა სიახლეები