მოემზადეთ მეგობრებო – სიმშვიდისთვის იმიტომ, რომ დამდეგი კვირა მარსისა და მერკურის ნეგატიური ასპექტით დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის დასაწყისში, განსაკუთრებით კი 9 ივნისს მოიმატებს აგრესია, კონფლიქტურობა და ერთმანეთის არმოსმენის სურვილი ადამიანებში.
ამ პერიოდში სასურველი არ არის მნიშვნელოვანი შეხვედრების დაგეგმვა. იმიტომ რომ, ოპტიმალური შეთანხმების მიღწევა საგრძნობლად გაგიჭირდებათ კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან. აკონტროლეთ საუბრისას ტონი და გამოთქმები. შესაძლებელია გაგიჩნდეთ დაუძლეველი სურვილი ყველას ყველაფერი მიახალოთ შეულამაზებლად. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში დაწყებული ნებისმიერი უმნიშვნელო კამათიც კი მარტივად გადაიზრდება სერიოზულ კონფლიქტსა და ხანგრძლივ უთანხმოებაში.
12 ივნისიდან პლანეტა მერკური ადგილმდებარეობას იცვლის და კუროს ზოდიაქოს ნიშნიდან, კომუნიკაბელური და სხარტი ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს ინფორმაციის გაზიარების, მიღებისა და გაცვლის მოთხოვნილება. აქტიური პერიოდი დგება ჟურნალისტებისა და მედიის ცხოვრებაში. ასევე გააქტიურდება მოკლევადიანი გადაადგილებები და მგზავრობები. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და აპარატურის შესაძენად. მოლაპარაკებების საწარმოებლად. ტრენინგებისა და მოკლევადიანი სასაწავლო კურსის გასავლელად.
13 ივნისიდან მზე და ვენერა ურანთან დადებით ასპექტს ქმნიან, რაც იმას მოასწავებს, რომ აქტიური გახდება რომანტიკული შეხვედრები. შესაძლოა გაიცნოთ ორიგინალური ადამიანები. კარგი პერიოდია სხვადასხვა ტიპის ინტერნეტ-კონტაქტებისა და აქტივობისთვის, რომელმაც შესაძლოა სამომავლოდ ერთობ სერიოზული სახე მიიღოს. შესაძლოა მიიღოთ პერსპექტიული შემოთავაზება ან დადებითაც მოგვარდეს ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge