თებერვლის ბოლო კვირა ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთული მოდის, ამიტომ როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად კარგად უნდა მოვემზადოთ გაზაფხულისთვის, რომელიც საცაა შემოაღებს კარს.
მანამდე კი მზე ზოდიაქოს ბოლო ნიშანს – თევზებს გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ სამყარო ვერძის დინამიკურ რიტმში გადავა და გაზაფხულის ენერგეტიკა ძალაში აქტიურად შევა, ჯერ თევზებისთვის დამახასიათებელი თვითჩაღრმავებისა და “მედიტაციის” პროცესია გასავლელი. მოკლედ, დროა საკუთარ თავს “ევრორემონტი” ჩავუტაროთ გაზაფხულისთვის.
დიახ, 19 თებერვლიდან მზე თევზების ნიშანში გადავიდა, ხოლო 22 თებერვალს სავსემთვარეობას ველით თევზების ოპოზიციურ ქალწულის ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ კვირა ერთობ ემოციურად იწყება. სავსემთვარეობა იცით, ალბათ, რომ ადამიანებში ემოციურ ფონს შესამჩნევად ააქტიურებს. მათ შორის ამ მხრივ ყველაზე მეტად ქალები “იჩაგრებიან”. შესაბამისად, მამაკაცებო, მიმდინარე კვირის პირველ ნახევარში სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ მეტი მოთმინებისა და ლოიალურობის გამოჩენა არ გაწყენდათ. რას ვიზამთ, მთვარის ბრალია ყველაფერი!
სავსემთვარეობასთან მიახლოებულ დღეებში და უშუალოდ ამ დღეს აქტიური იქნება ჯანმრთელობასთან და სამსახურებრივ წვრილმანებთან დაკავშირებული საკითხები. ამ პერიოდში მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ, როგორც სამსახურებრივი ისე პარტნიორული კავშირების კუთხით. თუკი ხვდებით, რომ საქმეს სანახევროდ აკეთებთ ან სიზარმაცემ დაგრიათ ხელი, სასწრაფოდ მოიკრიბეთ ძალები მეტი კონცენტრაციის გამოსამუშავებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში არც სამსახურეობრივი საყვედრული დააყოვნებს და არც მეორე ნახევრისგან კრიტიკა, რომელიც გაიძულებთ მეტი რესურსი გასწიოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. მაქსიმალურად აკონტროლეთ უმნიშვნელო ხარჯების წარმომავლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სავსე მთვარის გავლენით უახლოესი ორი კვირა თქვენთვის განუსაზღვრელი და დაუგეგმავი ხარჯების პერიოდი იქნება.
არანაკლები დაკვირვებულობა გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს (თუმცა მოერიდეთ უშუალოდ ქირურგიულ ჩარევას სავსემთვარეობისას!), პროფილაქიკურ მკურნალობას, დიეტას ან გამოკვლევას.
25 თებერვალს მერკურისა და სატურნის დადებითი ასპექტაციის გამო აქტიური იქნება ადამიანებში გონებრივი პოტენციალის სწორად გამოყენების შანსი. მარტივად მიიღწევა შეთანხმებები საქმიან და ბიზნეს სფეროში. თუმცა მაინცდამაინც ნუ იჩქარებთ ახალი და ინოვაციური პროექტების წამოწყებას.
კვირის ბოლოს მოიმატებს ინტრიგებისა და ჭორების დოზა საზოგადოებაში. ნეპტუნის, მერკურის და შავი მთვარის ერთობლივი ასპექტები გააქტიურებს ინფორმაციის არასწორად გავრცელებისა და გააზრების საშიშროებას. ამიტომ სასურველია, თუკი ვიქენდებს სიმშვიდესა და საყვარელ ადამიანებთან უშუალო კომუნიკაციაში გაატარებთ. გახვალთ ქალაქარეთ და თავს მოარიდებთ სიტუაციის ამაო ანალიზს, სხვების განსჯას და ენის მოქავებას.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge