კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, 1 – 7 თებერვალი

ასტროლოგიური სტატისტიკით წლის მანძილზე განსაკუთრებულად აქტიური, მოვლენებითა და ემოციებით დატვირთული როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად ფრონტზე, სულ ორი თვეა.

ეს თვეებია სექტემბერი და თებერვალი. ჰოდა, ჩვენ უკვე თებერვლის ზღურბლზე ვდგავართ. ასე რომ, ღრმად ამოვისუნთქოთ და შევეგებოთ თებერვლის მჩქეფარე ენერგეტიკას. ამასთან ერთად, ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ თებერვალში ვზეიმობთ “ჭეშმარიტად ასტროლოგიურ ახალ წელს”.

ამიტომ მიმდინარე წლის აქტიური მოვლენებიც ზუსტად ამ თვიდან იწყებს ძალაში შესვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები დაიწყება.

თებერვლის პირველი დეკადა საკმაოდ კარგი პერიოდია ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, მსხვილი კაპიტალდაბანდებებისა და შენაძენების გასაკეთებლად.

თუმცა რაკიღა პლანეტა იუპიტერი ჯერ კიდევ რეტროგრადულ ფაზაში იმოძრავებს, რაღაც პერიოდი, სასურველია, მეტი დაკვირვება გამოვიჩინოთ უძრავი ქონების შეძენა-დაქირავების შემთხვევაში.

მიმდინარე კვირაში ძალიან უმართლებთ ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანებს. თუკი თქვენ შეძლებთ სიტუაციიდან კრეატიული მეთოდით მონახოთ გამოსავალი, საზოგადოებაში თქვენი ფასი ერთი-ორად გაიზრდება.

უმართლებთ ხელოვან ადამიანებს, ტანსაცმლის დიზაინერებს, ვებდიზაინის სფეროში მომუშავე პერსონებს, მხატვრებს, მუსიკოსებსა და მსახიობებს. ამ კვირის მანძილზე ჩნდება შანსი, რომ აქამდე “გაყინული” და კონკრეტული მიზეზებით შეჩერებული მნიშვნელოვანი პროექტები დაიძრას წინ. შესაძლებლობა მოგეცემათ, დაშვებული შეცდომების გამოსწორების ხარჯზე, საქმიანობა აბსოლუტურად ახალ კალაპოტში წარმართოთ, რაც უფრო მეტ წარმატებას გპირდებათ.

განაგრძეთ  კითხვა: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები