დასაწყისშივე ვიჩქარებ გაგახაროთ, წინ საკმაოდ აქტიური, პოზიტიური და საქმიანი კუთხით ერთობ ნაყოფიერი კვირა გველოდება. გასული კვირის ნეგატიური ასპექტების ფონზე, თუკი ვინმესთან ურთიერთობაში გაურკვევლობა და წყენა ჯერ კიდევ გაქვთ გამოყოლილი, დამდეგი კვირა საუკეთესო შანსებს მოგცემთ საიმისოდ, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დაარეგულიროთ. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პლანეტა მერკური რეტრო მოძრაობაზე გადავიდა, ურთიერთობის გამოსწორების გზები, ძირითადად წარსულში ჩადენილი შეცდომების აღიარება-აღმოფხვრაზე გადის. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ პატიების თხოვნის, გაუსწორეთ თვალი რეალობას ამის გამო ასმაგად დაჯილდოვდებით გულწრფელობისა და პირდაპირობისთვის.
კვირის ყველაზე პოზიტიური დღე 13 იანვარია, ზუსტად ამ პერიოდში შეგიძლიათ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები (მით უმეტეს თუკი საქმე უცხოეთთან კავშირებს ან უცხოელ პარტნიორებს ეხება), თუმცა აჯობებს ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმება იანვრის ბოლოსკენ გადაიდოს, მანამდე კი მიღებული გადაწყვეტილებების კარგად აწონ-დაწონა არ იქნება ურიგო.
მიმდინარე კვირა და უახლოესი პერიოდი (დაახლოებით 27 იანვრამდე) არასასურველია ქორწინების რეგისტრაციისთვის. ზოგადად არ არის კარგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დაკანონება/მიღება. იმიტომ რომ ამ პერიოდში მიღწეული შეთანხმებები სამომავლოდ შესაძლოა არაერთგზის შეიცვალოს და გადაკეთდეს.
კვირა კარგია ისეთ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის როგორიცაა ბეჭდური მედია, ჟურნალისტიკა ზოგადად, საგამომცემლო საქმიანობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები. თუმცა მერკურის რეტროგრადულობის გამო მზად იყავით იმისთვისაც, რომ შესაძლოა მოულოდნელად გაფუჭდეს ტექნიკა, მოკლე ვადით მწყობრიდან გამოვიდეს მანქანა-დანადგარები და ა.შ.
კარგი პერიოდია მთარგმნელობითი საქმიანობისთვის, ტურიზმის გასავითარებლად, ასევე ახალი ცოდნის შესაძენად (განსაკუთრებით ტექნიკური და კომპიუტერული კუთხით). შეგიძლიათ დაგეგმოთ მოკლე მანძილზე ან მოკლე ვადით გადაადგილებები და მივლინება.
კვირის დასაწყისში ახალმთვარეობისას შექმნილი იუპიტერის კარგი ასპექტები, მთელი თვის მანძილზე მოგვცემს შანსს ძველი ნაცნობებისა და კეთილისმყოფელების დახმარებით გამოვიდეთ რთული სიტუაციიდან. დაგროვილი პრობლემები ახლებური მეთოდებით და მეტი შემართებით მოვაგვაროთ. კარგად გავიაზროთ წარსულში დაუსრულებელი ან ბოლომდე ვერმიყვანილი საქმეების აუცილებლობა და მნიშვნელობა.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge