კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 23-29 ნოემბერი

მზემ როგორც იქნა მოილია შარიანი, მოულოდნელობებითა და ექსტრიმით სავსე მორიელის ზოდიაქოს ნიშნის გარშემო მოგზაურობა და კვირის დასაწყისიდან უკვე მხიარული, ოპტიმისტი და მრავალმხრივი მშვილდოსანის ზოდიაქოში დაიდო ბინა უახლოესი ერთი თვის მანძილზე. მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა კი, რაღა თქმა, უნდა მიმდინარე მოვლენებს მისთვის ჩვეულ ტონს მისცემს, რაც პირველ რიგში პოლიტიკური სიტუაციის გააქტიურებაზე აისახება. უახლოესი ერთი თვის მანძილზე ჩვენ არაერთი საინტერესო პოლიტიკური მოვლენის მომსწრე გავხდებით, როგორც გლობალური, ისე ლოკალური პოლიტიკური ცხოვრებიდან. ასე რომ, ამ მხრივ ნამდვილად არ გვეცლება მოსაწყენად. ხოლო მედიის სფეროში მომუშავე ადმიანებისთვის ხომ ზედგამოჭრილი და პროფესიულად აქტიური დრო დგება საერთოდ. ასევე ეს კარგი პერიოდია მათთვის, ვინც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, დაკავებულია იურისპრუდენციით ან ტურისტული ბიზნესით. არანაკლებ უმართლებთ სპორტსმენებს და დიზაინერ-არქიტექტორებს.
უნდა გაგაფრთხილოთ, რომ კვირის დასაწყისში ბევრ შეყვარებულ თუ სტაჟიან წყვილს შორის იფეთქებს კონფლიქტი პირადი თავისუფლების შეზღუდვის გამო. სამაგიეროდ, ეს პერიოდი ერთი ნახვით სიყვარულისა და მოკლევადიანი რომანების ალბათობასაც გააძლიერებს.
24-25 ნოემბრის პერიოდში სასურველია მოვერიდოთ ზემდგომებთან და ჩინით უფროს ადამიანებთან კონფლიქტს.

ეს ის დღეებია, როცა ე.წ. “რქებით მიწოლის” პოლიტიკა არაფერს მოგიტანთ კარგს გვარიანი კონფლიქტის გარდა. ამასთან ერთად, კორპორატიული ინტრიგების დოზაც საგრძნობლად აქტიური იქნება. შესაბამისად, თუკი არ გსურთ თანამშრომლებსა და უფროსობას შორის ე.წ. “განტევების ვაცად” გაქციოთ სამყარომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მნიშვნელოვან პრობლემებზე პოლემიკა თუ მაინცდამაინც კვირის მიწურულისკენ გადადეთ.

მით უმეტეს, რომ ამ კვირაში არც მეტი არც ნაკლები მორიგ სავსემთვარეობას ველით ტყუპის ზოდიაქოში და ზუსტად ზემოხსენებული ვერბალური კომუნიკაციის პრობლემები იქნება აქტიური ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. მოკლედ, “ჩემი ენა ჩემი მტერია” ეს გამოთქმა გაიკარით სამსახურში ან კომპიუტერის მონიტორზე უახლოესი კვირის მანძილზე… რამდენი შეხედავთ, იმდენი ამაო ჭორაობისა და კონფლიქტის წამოწყების სურვილი გაგიქრებათ.

კვირის ბოლოს საკმაოდ მძიმეწონოსანი პლანეტების დაპირისპირებას ველით ყველაფერთან ერთად. შესაბამისად, სასურველია, მაქსიმალურად აკონტროლოთ ჯანმრთელობა. განსაკუთრებით კი ალერგიული ფონი, მედიკამენტოზური მოწამვლის საფრთხე და სასმელით ინტოქსიკაციის ალბათობა იზრდება. ასე რომ ვიქენდებზე თუ ალკოჰოლს მეტი სიფრთხილით მიირთმევთ, ან სულაც ჭიქა ცხელი ჩაით ან ყავით ჩაანაცვლებთ მას ამით არაფერი დაშავდება.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები