კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 14 – 20 სექტემბერი

თუკი გასულ ვიქენდებზე ე.წ. “დაბნელება” მშვიდად და გაწონასწორებულად გადაიტანეთ, თუკი საკუთარი ცხოვრებისა და ემოციების დალაგებას მიუძღვენით ეს დღეები, მოგილოცავთ – სამომავლოდ თქვენი ცხოვრებისთვის ერთობ მნიშვნელოვანი და კარგი მიმართულება მიგიციათ. მართალია, კვირის პროგნოზს გასული კვირის მიწურულის მიმოხილვით ვიწყებ, მაგრამ ვფიქრობ, უპრიანია, რამდენიმე სიტყვა გითხრათ იმის შესახებ რას მოგიტანთ ე.წ. “მზის დაბნელების” ენერგეტიკა, რომელიც გასულ კვირას უფრო კონკრეტულად კი 13 სექტემბერს დაფიქსირდა ცაზე. რაკი დაბნელება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში მოხდა, ქალწული კი თავის მხრივ წესრიგის, ეკოლოგიის, ჯანმრთელობის, ზოგადად ფინანსურ-ემოციური და ფიზიკური რესურსების გონივრულად განაწილების თემას “კურირებს” მათ, ვინც გასული შაბათ-კვირა საკუთარი ცხოვრების “დალაგებასა” და გონივრულ დაგეგმვას მიუძღვნა, ამის პარალელურად კი სხვებზე ზრუნვისთვისაც გამონახა დრო ერთმნიშვნელოვნად დადებითი პერიოდი დაეწყება უახლოეს მომავალში. დაბნელება საკმაოდ დიდ ენერგეტიკულ პოტენციალს ააქტიურებს ჩვენში, რომელსაც სამყაროც ერთმნიშვნელოვნად უწყობს ფეხს. ამიტომ მსგავსი დღეების სწორად გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში.

ეს რაც შეეხებოდა წინა კვირას და მისგან გადმოყოლილ “კუდებს”. დამდეგ კვირაში კი არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენები გველის წინ პლანეტარული თვალსაზრისით. თანაც ეს „მნიშვნელოვანი მოვლენა“ არა ერთი, არამედ რამოდენიმეა. ამიტომ ვეცდები თანმიმდევრულად მოგითხროთ მათ შესახებ.

კვირის შუა პერიოდში პლანეტა იუპიტერისა და პლანეტა ნეპტუნის ნეგატიური ასპექტების გამო, მოიმატებს დაბნეულობა და გაფანტულობა ადამიანებში. შესაძლოა თავი იჩინოს ფინანსურ საქმეებში ქაოსურმა მიდგომამ, ბევრ თქვენგანს გაუჭირდება ასევე სწორი არჩევანის გაკეთება პატივმოყვარულ ამბიციებსა და მორალურ-ეთიკურ ნორმებს შორის. შესაძლებელია, პირად ურთიერთობაში წინ წამოიწიოს ილუზიებმა, თავის მოტყუების სურვილმა ან პრობლემებისგან გაქცევის მცდელობამ ნაცვლად მათი გადაჭრის გზების ძიებისა.

სიტუაციას გაართულებს ასევე პლანეტა მერკურის რეტროგრადულ ფაზაში “გადაბარგების” პროცესი, რომელიც 17 სექტემბრიდან შევა ძალაში. ამ პერიოდიდან არ არის სასურველი ტექნიკის შეძენა, პლასტიკური ოპერაციების დაგეგმვა, სამართლებრივი დავების წარმოება და

ა.შ. გართულდება ასევე მოლაპარაკებები, რომელიც ძირითადად იურიდიულ საკითხებს შეეხება. ცოტა რთული დროა იურისტების, ადვოკატებისა და ხელოვანი ადამიანებისთვის.

დაბოლოს, კვირის ბოლოს პლანეტების ამ მრავალფეროვან “ალღუმს” ცაზე დაასრულებს, პლანეტა სატურნის ინგრესია (გადასვლა) მშვილდოსნის ზოდიაქოში.

პრინციპში გადასვლა კი არა, დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება უფრო შეიძლება ეწოდოს ამ ფაქტს, იმიტომ რომ, უახლოესი თვეების მანძილზე სატურნი რეტროგრადულ ფაზაში მოძრაობდა, ოღონდ მორიელის ზოდიაქოში. ამ ეტაპზე კი საბოლოოდ გაიმაგრებს პოზიციებს მშვილდოსანში და ზოდიაქოს ამ ნიშნის შესაბამის სფეროებში “წმენდას” ხელს საფუძვლიანად და კაპიტალურად მიჰყოფს. რაც იმას ნიშნავს, რომ შედარებით გართულდება საზღვარგარეთ გადაადგილების, უმაღლესი განათლების მიღების თემა. ამიტომ თუკი ვინმე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობას ზუსტად ამ პერიოდში გეგმავს, სასურველია, მიმდინარე კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროს ვიზის, ბილეთებისა და სხვა ბიუროკრატიული წვრილმანების საკითხი, რაც მოგზაურობას ეხება, ანუ მანამ სანამ სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოს ხანგრძლივი ვადით და საფუძვლიანად დაუბრუნდება.

წყარო:http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები