კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 17 – 22 აგვისტო

აგვისტოს ბოლო კვირა ჯერ კიდევ ლომის ზოდიაქოს აქტიური გავლენით ხასიათდება ცაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტების დიდი ნაწილი ლომის ზოდიაქოში იმყოფება. რის ხარჯზეც, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს “შეფუთვას” და არა მოვლენების სიღრმისეულ არსს.ეს კარგი პერიოდია ნებისმიერი სკანდალის დასადგმელად, გამორიცხული არაა აქტიურად ვიხილოთ მიმდინარე კვირის მანძილზე ტელეეთერით და მასმედიის მეშვეობით გაჟღერებული სკანდალები ან დაპირისპირება, რომლის ჩანასახიც უნდა გახსოვდეთ – პიარზეა ორიენტირებული. ეს კვირა, კარგად დადგმული სპექტაკლების კვირაა, ამიტომ ბრმად ნუ ვენდობით ყველაფერს, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება.

ამასთან, კვირის ბოლოსკენ მზე-სატურნის დაძაბული ასპექტი საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს შექმნის საიმისოდ, რომ “ძლიერნმა ამა ქვეყნისათა” ბოროტად ისარგებლონ მათ ხელთ არსებული ძალაუფლებით, ან ჰქონდეთ მაინც ამის ცდუნება. შესაბამისად, სასურველია ვაკონტროლოთ ჩვენში არსებული ამბიციები, მით უმეტეს თუ გარკვეულ ძალაუფლებას ან თანამდებობრივ ცენზს ვფლობთ ამ მხრივ.

როგორც ჩვენი წინა სტატიებიდან იცით, პლანეტა იუპიტერმა წინა კვირაში შეიცვალა მდებარეობა და ქალწულის ზოდიაქოში “გამაგრდა” მთელი ერთი წლის მანძილზე. ამიტომ გარკვეული ტენდენციები და ცვლილებები საკმაოდ მალე გახდება შესამჩნევი ისეთ სფეროებში, რასაც ქალწული “ეხება”. კერძოდ, ეს არის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური საკითხები და ცვლილება ამ მხრივ. ალბათ ყველას გიტრიალებთ თავში კითხვა “იქნებ და ლარსაც ეშველოს რამე” – ეშველება, თუმცა ქალწულის თვისებებიდან გამომდინარე მალე და რაც მთავარია, ერთბაშად არაფერი ხდება, შესაბამისად, ლარის გამყარებას აუცილებლად უნდა ველოდოთ იმ პერიოდის მანძილზე, სანამ იუპიტერი ქალწულის ნიშანში იმყოფება, მაგრამ მისთვის ძველი “სტატუს კვოს” დაბრუნება დამერწმუნებით ალბათ – საეჭვო საკითხია. იუპიტერი ერთადერთი კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს მხოლოდ.

აგვისტოს ბოლო კვირაში, მაქსიმალური წინდახედულების გამოჩენაა საჭირო მათთვის, ვინც ბიზნესის გაფართოებას ან მსხვილ ფინანსურ გარიგებებს გეგმავს. ეს ის პერიოდი არ

გახლავთ, როცა ერთი ხელის მოსმით შეიძლება ახალი საქმეების წამოწყება. სასურველია, პირველ რიგში ყველაფერი კარგად დაიგეგმოს და დროში გაიწეროს ზუსტად. გახსოვდეთ ისიც, რომ ძველი ვალებისგან ბოლომდე უნდა გათავისუფლდით, თუკი გსურთ, რომ ახალი წამოწყება პერსპექტიული და მომგებიანი იყოს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ იუპიტერის გავლენით მსოფლიოს მასშტაბით და კარდინალურად იცვლება ეკონომიკური კლიმატი და მაჩვენებლები, ამიტომ თქვენი სტრატეგია მაქსიმალურად სწორი და გააზრებული უნდა იყოს ამ მხრივ.მოსალოდნელია, რომ ბევრ პროდუქტზე შეიცვლება მოთხოვნა-მოწოდება და საფასო პოლიტიკა, ამიტომ თუკი სამრეწველო ბიზნესში ჩართვას გეგმავთ, დეტალურად მოგიწევთ ბაზრის კვლევა, მით უმეტეს, რომ წლის ბოლომდე ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვლება.

გაგრძელება http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები