კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 8 -14 დეკემბერი

   დეკემბრის მეორე დეკადა, გარდა იმისა, რომ წინასაახალწლო ფუსფუსის გააქტიურებას მოიტანს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში, ხასიათდება იმითაც, რომ კვირის დასაწყისში საკმაოდ მოკლევადიანი შანსები გვაქვს დაგროვილი პრობლემების ერთი ხელის მოსმით და რაც მთავარია, ეფექტურად გადასაწყვეტად. ამიტომ სასურველია თუ ორშაბათიდანვე შეუდგება ბევრი თქვენგანი “ხელებდაკაპიწებული” აქამდე გადაუჭრელი და მოუგვარებელი საქმეების მოგვარებას. კვირის დასაწყისიდან პლანეტა იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ გრანდიოზული გეგმებისა და მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად ნამდვილად არ გახლავთ დეკემბერი კარგი პერიოდი.
იუპიტერის ამგვარი კონფიგურაცია გვავალდებულებს, ნებისმიერი საქმე ჩანასახში შევისწავლოთ და სამომავლოდ მყარი კონსტრუქცია დავახვედროთ იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, მიმდინარე პერიოდი არა უშუალოდ ქმედებას, არამედ გეგმაზომიერ დაგეგმვასა და დეტალურ ანალიზს დაუთმოს ბევრმა თქვენგანმა.
10 დეკემბრიდან კარგი პერიოდი დგება ოჯახურ/პარტნიორულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით დასარეგულირებლად. მათთვის, ვინც ოჯახის შექმნას გეგმავს და სურს, დამდეგ ახალ წელს დაწყვილებული შეხვდეს სწორედ რომ შესაფერისი მომენტი დგება ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადასადგმელად. გარდა ამისა, წარმატებით მიმდინარეობს ისეთი პროექტების გადაწყვეტა, რომლის მართვაც უშუალოდ ქალებს ევალებათ. შესაბამისად, თუკი თქვენი უფროსი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ბრძანდება, თამამად შესთავაზეთ მას საინტერესო მოსაზრებები და იდეები. სამომავლოდ შესაძლოა წარმატებით მოხდეს მათი რეალობაში “დატესტვა”.
12-14 დეკემბრის შუალედში კარგია პერიოდია წვრილმანი ფინანსური ოპერაციების და ოჯახური ბიუჯეტის სწორად დასაგეგმად. კარგი იქნება თუ საახალწლო საყიდლებსაც სწორედ ამ პერიოდში დაგეგმავთ. ამ ნაბიჯით თავიდან აიცილებთ უთავბოლო დანახარჯებს და გაცილებით ეფექტური შენაძენით ხელდამშვენებული დაბრუნდებით შინ.
კვირის ბოლო იდეალური იქნება ოჯახური თავყრილობების ან რომანტიკული პაემანის მოსაწყობად. ასე რომ, მოიმარაგეთ ცოტაოდენი ალკოჰოლი, გემრიელი სასუსნავი, პოზიტიური განწყობა და ვიქენდი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. პლანეტარული განლაგება ამ მხრივ არაერთი სასიამოვნო წუთების განცდას გპირდებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები