„კვირაში ორჯერ დათრობა მამაკაცებისთვის აუცილებელია“ – ოქსფორდის კვლევა

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ევოლუციური ნეიროქირურგიის კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი, რობინ დანბარი აცხადებს, რომ მამაკაცებისთვის, სულ მცირე, კვირაში ორჯერ ოთხ მამაკაც მეგობართან ერთად დათრობა, სასიცოცხლოდ აუცილებელია.
დანბარის კვლევის მიხედვით, სწორედ ეს რაოდენობაა ოპტიმალური მამაკაცის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კვლევის მიხედვით, ძლიერი მეგობრული კავშირის მქონე პირთა შორის კვირაში ორჯერ ალკოჰოლის ერთად მიღება აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქრობს სტრესს, გამოყოფს ენდორფინებს და წარმოშობს კეთილშობილების მაღალ ხარისხს.
კვლევა ასევე ამტკიცებს, რომ მიუხედავად ხშირი ვირტუალური თუ საკომუნიკაციო კონტაქტებისა მეგობრებს შორის, მამაკაცის ჯანმრთელობისათვის სწორედ მეგობრებთან ფიზიკურად ერთად გატარებული დრო არის მნიშვნელოვანი. მეტიც, კვლევის მიხედვით დანბარი ამტკიცებს, რომ კვირაში ორჯერ მეგობრებთან ერთად დათრობა, სწორედ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის.

წყარო: http://qartuliazri.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები