კვერცხის შემდეგ, “ინსტაგრამზე” რეკორდის მოხსნას ხინკალი ცდილობს

მას შემდეგ, რაც “ინსტაგრამზე” კვერცხის სურათმა რეკორდი მოხსნა და ყველაზე მეტი მოწონება დააგროვა, ახლა უკვე ხინკალი ცდილობს რეკორდის მოხსნას.
“თუ კაილი ჯენერმა და კვერცხმა მილიონობით მოწონება დაიმსახურეს, შეძლებს ხინკალი მათ გადაუსწროს?” – ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.
ხინკლის ფოტოს ინსტაგრამზე უკვე 93 ათასზე მეტი მოწონება აქვს და რეკორდის მოსახსნელად 41 მილიონზე მეტი მოწონების დაგროვება სჭირდება. სწორედ ამდენი “ლაიქი” დაიმსახურა წინა რეკორდსმენმა კვერცხმა.

 

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები