კვების რა საიდუმლოს ფლობს ტურნირის – „ყველაზე ძლიერი მსოფლიოში“ გამარჯვებული

ტურნირების, “World’s Strongest Man“ და « Arnold Strongman Classic”-ის მრავალგზის გამარჯვებული, ბრაიან შოუ აღიარებს, რომ მისი წარმატების მთავარი საიდუმლო ყოველდღიურ რაციონშია, რომელიც, დაახლოებით, 12 ათას კალორიას შეადგენს.
ამერიკელი პროფესიონალი სპორტსმენი დღეში 7-ჯერ იკვებება. ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ათლეტი ერთი საუზმის დროს 8 კვერცხს მიირთმევს. დღის განმავლობაში კი ის პასტას, ხორცს და ბოსტნეულს დიდი რაოდენობით ჭამს, ასევე არ ამბობს უარს არაქისის კარაქზე, პროტეინის კოქტეილებზე, ჩიზქეიქებსა და ბევრ სხვა მაღალკალორიულ პროდუქტზეც.
„მე, უბრალოდ, ვჭამ იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი ვიყო“, – ამბობს 26 წლის ბრაინ შოუ.
აღსანიშნავია, რომ ბრაიანის პირადი რეკორდი, საავტომობილო საბურავების გაწევაში, 520 კილოგრამია.

კომენტარები

სხვა სიახლეები