კესარია აბრამიშვილი: რატომ გადამეკიდეთ ხალხნო?!

მსახიობი კესარია აბრამიშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს. “ახლა ახალი თავსატკივარი: დღეში 50 სმს-ი მომდის, თუ სად გავიკეთე ცხვირი, თვალი, წარბი და როცა ვპასუხობ, რომ არ გამიკეთებია ლანძღვა გინება წყევლა დაუზოგავად რატომ გადამეკიდეთ ხალხო?! გეუბნებით, რომელ კოსმეტოლოგთან დავდივარ, ვინ მიკეთებს ვარცხნილობებს, სად ვიყიდე კაბა ჩანთა რა ვჭამე დილით და საღამოს, მაგრამ რა ფერის საცვლებს ვხმარობ იქნებ არ მინდა ერმა იცოდეს… გამოვფინე დედაჩემის და ჩემი დის ფოტოებიც. უამრავია ჩემ მეგობრებში კლასელები ბაღელები რავიცი ბავშობიდან ვინც მიცნობს დააკომენტარეთ რომ ამ ადამიანების ცნობისმოყვარეობა კიდევ ერთხელ დავაკმაყოფილო მქონდა რამე სხვა ცხვირი ყური თუ ყბა, უბრალოდ ვიცი სწორი “მაკე უპ” და რა მიხდება, ველოდები კომენტარებს ვინც მიცნობს ბავშობიდან კლასელები მეგობრები თუ უბრალოდ ნაცნობები აბა თქვენ იცით, ეს თავსატკივარი მომაშორეთ”, – წერს კესარია აბრამიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები