კენდალ ჯენერი იტალიური Vogue-სთვის გაშიშვლდა (ფოტო)

23 წლის პოპულარული მოდელი კენდალ ჯენერი იტალიელი ფეშენ-ფოტოგრაფის ფოტოსესიაში მთლიანად გაშიშვლდა. ფოტოგრაფმა მერტ ალასმა კენდალის ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და განმარტა, რომ მოდელთან ერთობლივად Vogue Italia -სთვის იმუშავა, ხოლო თემა იტალიური კინემატოგრაფია იყო.
ის ფოტო, სადაც კენდალის მშვენიერი სხეული ჩანს, სოციალური ქსელის მომხმარებლების აზრით, რეალურად ძალიან ნატიფი და ლამაზია, არ არის ვულგარული და მოდელი მოდის დედოფალივით გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ის მთლიანად შიშველია, ფოტო ძველი და ვნებიანი იტალიური ფილმებიდან კადრს მოგვაგონებს.
თავად კენდალმა კი „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ მას მოეწონა იტალიურ გამოცემასა და ამ ფოტოგრაფთან მუშაობა და მოუთმენლად ელის მომავალ თანამშრომლობას.

კომენტარები

სხვა სიახლეები