ერთხელ მაინც, ჩინეთის რომელიმე ავიაკომპანიით თუ ისარგებლებთ, გირჩევთ, ძალიან კარგად დააკვირდით ბორტგამცილებლებს, რომლებიც თქვენ კოფეინიან სასმელებს გთავაზებენ.
იმისათვის, რომ ლამაზი ღიმილი და დგომა ისწავლონ, ისინი უმძიმეს სპორტულ ვარჯიშებს აკეთებენ. ჩინეთში ამ პროფესიის დაუფლება იმდენად რთულია, რომ ყველა ვერ ახერხებს. – გოგონები ურთულეს წვრთნას ხშირად უბრალოდ ვერ უძლებენ.
ეს სტუდენტები მომავალი ბორტგამცილებლები არიან, რომლებიც პროვინცია სიჩუანში მდებარე საავიაციო კოლეჯში სწავლობენ. იმისათვის, რომ ულამაზესი და მიმზიდველი ღიმილი ჰქონდეთ, ისინი კბილებს შორის ხის ფანქრებს იდებენ. სიარულს ჟურნალის თავზე დადებით სწავლობენ, რაც ხერხემლის სწორად “ჭერაში” ეხმარებათ.
გოგონებს სწორი ხერხემლის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი დავალება აქვთ: ისინი თავზე მინერალური წყლის ბოთლით 3 წუთის განმავლობაში გაუნძრევლად უნდა იდგნენ.
სწორად დგომის შესასწავლად, მომავალი ბორტგამცილებლები მუხლებს შორის A4 ფორმატის ფურცელსაც იდებენ და რაღაც დროის განმავლობაში გაუნძრევლად დგანან.
ფრენის ეტიკეტის შესწავლისას, ბორტგამცილებელებს იმ თითოეულ პოზას ასწავლიან, რაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სჭირდებათ.
კოლეჯში უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სასწავლებელში სპეციალური გაკვეთილები ტარდება, სადაც ბორტგამცილებლები კუნგ–ფუ–სა და ტაიკვანდოს ეუფლებიან.
საბრძოლო ხელოვნების გარკვეული გაკვეთილები ღია ცის ქვეშ ტარდება და ის ჯარისკაცების წვრთნას უფრო ჰგავს, ვიდრე ბორტგამცილებლების გაკვეთილებს.
გოგონები შესაძლო თავდასხმისას წინააღმდეგობის გაწევას სუფთა ჰაერზე სწავლობენ. მათ შორის, შეისწავლიან წესებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ცივი იარაღით მუქარის შემთხვევაში. ფინალური გამოცდის ჩაბარება არც თუ ისე მარტივია: ბორტგამცილებელმა კერამიკის თეფში ხელის ერთი დარტყმით, პირველივე ცდაზე უნდა გატეხოს.
ფრენისას განსაკუთრებული ყურადღება რეალურ სიტუაციაში, თავდამსხმელისა თუ კანონდამრღვევის განეიტრალების სწავლებას ეთმობა.
ბორტგამცილებლებს გრძელი გზის გავლა, რთული სწავლების ატანა და სერიოზული მომზადება სჭირდებათ, რათა ფრენისას მგზავრმა თავი ძალიან კომფორტულად იგრძნოს.