კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის უფროსი ვაჟი 6 წლის გახდა

კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის უფროსი ვაჟი დღეს 6 წლის გახდა.
უფროსს ვაჟს ანუკი არეშიძემ დაბადების დღე facebook-ზე ასე მიულოცა:
„ზუსტად 6 ცლის წინ ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი,რომელმაც ჩვენი სიყვარული უფრო შეკრა ,გაამაგრა და რაღაც სასწაული გრძნობა და უდიდესი პასუხისმგებლობა გაგვიჩინა,რასაც მშობელი ქვია,დედა და მამა…ბუბუ არის ის პირველი სიხარული რომელმაც ძალიან შეგვცვალა ,გაგვაბედნიერა…მამიკო პირველი წუთებიდან ასე მოყვებოდა,მის გულზე დაკრულს ეძინა ტკბილად და დღემდე უდიდესი სიყვარულია მათ შორის.მოკლედ დღეს ის უკვე დიდი ბიჭია და მის დაბადების დღეს 4 მაისიდან ყოველ დღე ელოდება. როგორც იქნა დადგა 14 ივლისი! ხვალ ის ყველაზე ბედნიერი გაიღვიძებს, რადგანაც უკვე ამაყად იტყვის, რომ 6 წლის არის და აღარ მოუწევს ტყუილი“,-წერს ანუკი არეშიძე და კახი კალაძისა და ახალშობიოლი ვაჟის სურათს აქვეყნებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები