თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ არ ამაყობს იმით, რაც ოპოზიციონერებსა და “გამოქანების” შესახებ თქვა, თუმცა თვლის, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს სწორედ ასე უნდა ესაუბროს.
” მე საზოგადოებასთან და არც ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია. რომ გითხრათ, რომ ვამაყობ, ასე ნამდვილად არ არის. თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელიც დაკავებულია სიცრუით”, – განაცხადა კალაძემ “Imedi Live-ის” ეთერში.