კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,კვირას” ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, კახი კავსაძეს ნოემბერში კორონავირუსი დაუდგინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ის კლინიკიდან გაწერეს.
მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები