ლეგენდარული ქართველი მსახიობი, 82 წლის კახი კავსაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს, მან კორონავირუსი 16 დღეში დაამარცხა.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის კომენტარს Fortuna.ge გვთავაზობს:
„ბატონი კახი კლინიკიდან გუშინ გავწერთ. თავს კარგად გრძნობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. ვირუსი დაამარცხა. სამწუხაროდ, მას სხვა დაავადებაც აქვს. თუმცა, კორონავირუსისგან მის ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ უქმნის“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.