კახა კუხიანიძეს სცენაზე დენმა დაარტყა (ფოტო)

მომღერალი კახა კუხიანძე სიკვდილს გადაურჩა. სიმღერის დროს მომღერალს სცენაზე დენმა დაარტყა, თუმცა სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ დროულად მოახერხა კუხიანიძის საავადმყოფოში გადაყვანა.
ვერიკო ტურაშვილი კახა კუხიანიძის ფეისბუქის გვერდზე ფოტოს აქვეყნებს.
„ეს იყო შემოქმედებითი წვა“, – წერს ტურაშვილი. აღნიშნულ ფაქტს კახა კუხიანიძეც გამოეხმაურა, ის თავს ამ წუთისთვის უკეთესად გრძნობს.
“სიმღერის დროს დენმა ფეხზე ისე დამარტყა, რომ გამაფართხალა. ფეხი მაქვს გაშეშებული… მოკლედ, გადავრჩი”, – წერს კახა კუხიანიძე.
13552669_1038171932886612_525206258_n

კომენტარები

სხვა სიახლეები