კახა კალაძე უჩვეულო ამპლუაში – როდესაც გავიზარდე, თვითონ გადავწყვიტე ჩემი ზღაპრების შექმნა (ვიდეო)

ენერგეტიკის მინისტრი უჩვეულო ამპლუაში გამოჩნდა. სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი კახა კალაძე მოქალაქეებს საჩუქრებს ამ ფორმით დაურიგებს და ახალ-წელს მიულოცავს.
„როდესაც პატარა ვიყავი, მჯეროდა ზღაპრების, სასწაულების. მერე როდესაც გავიზარდე, მეგონა, რომ სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდებოდა. მერე კიდევ როდესაც გავიზარდე, მე თვითონ გადავწყვიტე ჩემი ზღაპრების შექმნა და ზოგადად ეს ცხოვრება არის ერთი დიდი ზღაპარი, თითოეული ჩვენგანი არის ამ ზღაპრის გმირი. მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ მოქალაქეები გავახაროთ“,-განაცხადა კალაძემ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=jZO4yjefFTU&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები