კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია, საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს

კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ანასტასია გონჩაროვა, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, “ფეისბუქის” გვერდზე აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეობაზე შეეტანა განაცხადი:

“ისტორიული დღეა – საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი შევიტანე! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!” – წერს ანასტასია.

შეგახსენებთ, რომ კახა ბენდუქიძე რუსი ჟურნალისტისა და ხელოვნებათმცოდნე ნატალია ზოლოტოვაზე იყო დაქორწინებული. მათ 1999 წელს იქორწინეს. ნატალია ზოლოტოვასთვის ეს მეორე ქორწინება იყო და წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მისი პირველი მეუღლე გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები