ბრაზილიაში მინას-ჟერაისის შტატში, ერთ-ერთი ფერმის მახლობლად მდებარე ტბაზე 30 წლის კაცი ფუტკრებისგან თავის დაღწევის მიზნით ტბაში ჩახტა, სადაც ის პირანიებმა შეჭამეს.
“სამი კაცი ტბაზე სათევზაოდ იყო მისული, როდესაც მათ ფუტკრების გუნდი დაესხა თავს. მამაკაცები ტბაში ჩახტნენ, ერთ-ერთი მათგანი კი დაიხრჩო. მაშველებმა ცხედარი ნაპირიდან ოთხ მეტრში იპოვეს”. – წერს ადგილობრივი მედია.
ცხედრის ამოსვენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის პირანიებმა დაკბინეს. დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება – პირანიების ნაკბენებმა თუ დახრჩობამ.