კაცების გარდერობი, რომელიც ქალებს სასტიკად აღიზიანებს

ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ნივთების სია, რომელიც არ მოსწონთ მამაკაცებს. ახლა ჩვენი ჯერია! არსებობს ტანსაცმელი, რომელიც არცერთ ქალს არ მოეწონება, იმ შემთხვევაშიც კი თუკი მას მსოფლიოში ყველაზე სექსუალური კაცი ჩაიცმევს.

ზედმეტად დიდი დეკოლტე
19120565-collage1-1479262364-650-9f2baa38f2-1479388354_58332c8498b87თუკი ჩვეულებრივი V-ფორმის დეკოლტე იერს უფრო სექსუალურს და მოდურს ხდის, ზედმეტად დიდი დეკოლტე ვულგარულად და იაფფასიანად გამოიყურება.

19120515-collage11-1479285690-650-42acfbbf08-1479388354_58332c84af807

მოკლე შორტები –  შორტები, რომელიც მუხლს ზემოთ მთავრდება რთულია ქალებისთვის მიმზიდველი იყოს, მითუმეტეს თუ მამაკაცს გამხდარი ფეხები აქვს.

მაისურები ლოზუნგებით და უკბილო ხუმრობებით

19120965-collage3-1479264845-650-5f1fbc6d75-1479388354_58332c84b87d0

მაისური ლოზუნგით გამოიყურება ისე, როგორც რეკლამა. თითქოს ამ მაისურით მამაკაცი ცდილობს ყურადღების მიქცევას. ბევრადჯობს, სადა მაისურის ჩაცმა, ვიდრე ბანალური ფრაზით თავის გამოჩენა!

“ვიეტნამკები”

19121015-collage4-1479265483-650-4a63cecfb8-1479388354

მათი ჩაცმა როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ სანაპიროზე და სხვაგან არსად!
კლასიკური ჟილეტი, რომელიც უბრალო მაისურზე აცვიათ

19121065-collage5-1479266027-650-b4985b1033-1479388354

მამაკაცები იცვამენ კლასიკურ ჟილეტებს უბრალო მაისურებთან ერთად იმისათვის, რომ უფრო მრავალფეროვანი იერი შეიქმნან. სამწუხაროდ ქალებისთვის ეს საერთოდ არ არის მიმზიდველი. მამაკაცებო, მსგავსი ჟილეტები მხოლოდ კლასიკურ კოსტიუმზე ჩაიცვით და სხვაგან არსად!

ქამარი უზარმაზარი აქსესუარით

19121115-collage6-1479266617-650-edd304ade8-1479388354_58332c84d5ac3დიდი ზომის კოსტიუმი

19120815-collage15-1479286306-650-65bf244669-1479388354_58332c84de4b4

კოსტიუმი- ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური რამ მამაკაცების კარადაში. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ზუსტად ერგება მამაკაცის სხეულს.
ვარდისფერი ნივთები

19121165-collage7-1479267302-650-e91acfd834-1479388354

ქალებისთვის ეს ტრენდი ზედმეტად ‘მეტროსექსუალურია’ იმისათვის, რომ სექსუალურად მივიჩნიოთ.
მოტკეცილი ჯინსები

19120715-collage11-1479320407-650-0ceea79d8b-1479388354

ცუდი არაფერი არ არის მოტკეცილ ჯინსებში, მაგრამ როცა ის უფრო ქალის ‘ელასტიკებს’ ემსგავსება უარყოფით ემოციას უფრო იწვევს, ვიდრე დადებითს.

ბიჟუტერია

19120715-collage11-1479320407-650-0ceea79d8b-1479388354

ზედმეტი მორთულ-მოკაზმულობა არავის არ უხდება, განსაკუთრებით კი მამაკაცებს. 1-2 აქსესუარი სრულიად საკმარისია ჩაცმულობის დასამშვენებლად.
და ბოლოს…

19120465-socks-sandals-1479266048-650-e5e3a6220e-1479388354

ჩვენ სპეციალურად არ მოვახვედრეთ სიაში ეს მოდის დანაშაული: ამ 2 ნივთის ერთად გამოყენება არც კი უნდა განიხილებოდეს!

 

კომენტარები

სხვა სიახლეები