“კატეგორიულად არ შეიძლება არდადეგებზე და დასვენების დღეებში ბავშვის მეცადინეობა”-ფანჯიკიძის მიმართვა მშობლებს
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მშობლებს მიმართავს.
“ერთი ოქროს ფეისბუქელის სტატუსის პასუხია და ბარემ აქაც დავწერ, მაინც, რომ იცოდეთ მშობლებმა, რომელთაც სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ განათლება და ცოდნაა მთავარი აუცილებლობა და მუდმივად ცდილობთ საამისო პირობები შეუქმნათ ბავშვებს, – კატეგორიულად არ შეიძლება არდადეგებზე და დასვენების დღეებში ბავშვის მეცადინეობა. დასვენებაც დისციპლინაა და ამის ჩვევა, თავის დაჯილდოება, საქმისგან გათიშვის უნარი ბავშვობიდან უნდა გამომუშავდეს. ბავშვებში კი, მათი ნეირონების განვითარების თვალსაზრისით, თავისუფალ დროს მეცადინეობის თანაბარი, თუ მეტი არა, მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანს უნდა ჰქონდეს დრო, როცა რაც სიამოვნებს, მხოლოდ იმას აკეთებს. გარდა თამაშით განვითარებისა, საკუთარი ფიქრის ჩამოყალიბების დროისა, ასე სწავლობს ის უმთავრესს – სიცოცხლისგან სიამოვნების მიღებას”.-წერს ფანჯიკიძე.