კატამ უნიკალური ნახატი დააზიანა

ბრიტანელი ხელოვნებათმცოდნისა და ტელეწამყვანის, ბენდორ გროსვენორის კატამ XVII საუკუნის უნიკალური ნახატი დააზიანა. მხატვარ ჯონ მაიკლ რაიტის პორტრეტი 5 ათას ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული.
პორტრეტის მფლობელმა მისი რესტავრირება დაასრულა და ოთახში დატოვა. მისი კატა კი ნახატს შეახტა და მისი ცენტრალური ნაწილი ბრჭყალებით დაკაწრა.
ხელოვნებათმცოდნე ამბობს, რომ ტილო 5250 ფუნტ სტერლინგად ოთხი წლის წინ შეიძინა. ახლა, დაახლოებით, ამდენის გადახდა მოუწევს დაზიანებული ნაწილის რესტავრირებისთვის.
ონავარი კატის და დაზიანებული პორტრეტის მფლობელი, ასევე ამბობს, რომ როგორც ჩანს, მისი ფისო მხატვრობის თაყვანისმცემელი არ არის და საერთოდაც არ ნანობს ჩადენილს.

კომენტარები

სხვა სიახლეები