კატამ თავისი პატრონი სიკვდილს ორჯერ გადაარჩინა

გმირმა კატამ პატრონის სიცოცხლე ორჯერ იხსნა. მისი წყალობით, ქალმა დროულად აღმოაჩინა, რომ სიმსივნური წარმონაქმნები ჰქონდა.
ანჯელა ტინინგმა საფრთხე მას მერე იგრძნო, რაც მისმა საყვარელმა მისიმ უცნაური ქცევა დაიწყო.
ოთხფეხა მეგობარი მას მკერდზე სულ უფრო ხშირად უწვებოდა, ამავდროულად, ქალს უსიამოვნო შეგრძენებებიც გაუჩნდა. ამის ფონზე, ანჯელა ექიმთან მივიდა და მისი ეჭვები გამართლა – მას სარძევე ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩნდა, რომელიც მოგვიანებით ამოკვეთეს.
ორი წლის შემდეგ, ანჯელამ ისევ შეამჩნია, რომ მისის ქცევა კვლავ უცნაური გახდა და, ყოველი შემთხვევისთვის, შემოწმება ჩაიტარა. ექიმებმა არასახარბიელო დიაგნოზი დაუსვეს – ქალს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა. მას მასტექტომიის გაკეთება მოუწია. ამასთანავე, როგორც ცნობილი გახდა, ანჯელას კიდევ რამდენიმე თვე რომ დაეყოვნებინა, ყველაფერი შეიძლება ბევრად უფრო ცუდად დამთავრებულიყო.
„ჩემი კატა არასდროს მეფერება და საკმაოდ ავიც არის, ამიტომ მისი ასეთი ქცევა საკმაოდ უცნაური იყო. გულზე მეწვა და ისევ იმ ადგილს ეხებოდა, როგორც ადრე. ამიტომაც მივმართე ექიმებს, რომ ჩემთვის ბიოფსია გაეკეთებინა.“
ახლა კატის ამაყი პატრონი თავისი ძვირფასი ოთხფეხა მეგობრის კანდიდატურას Hero Cat Аward-ის დაჯილდოვებაზე წარადგენს და იმედოვნებს, რომ მის ფისოს ნამდვილ გმირად აღიარებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები