კარტოფილის ომლეტი

ინგრედიენტები: კარტოფილი – 500 გ. ხახვი – 3 თავი, წითელი და მწვანე წიწაკა – 3-3, ნიორი – 5 კბილი, ზეთი – 6 ს/კ, კვერცხი – 6ც. მწვანილი.

მომზადების წესი: მოხარშული კარტოფილი, ხახვი და წიწაკა ჩხირებად დავჭრათ, ცხიმიან ტაფაზე დავაწყოთ, ზემოდან ათქვეფილი კვერცხი მოვასხათ და ნელ ცეცხლზე ორივე მხარეს შევწვათ. ბოლოს ზემოდან დაჭრილი ხახვი და მწვანილი, სურვილისამებრ, მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები