“კარგი დღეა თმის შესაჭრელად, ნეგატიური დღეა ყურების გასახვრეტად” – მიხეილ ცაგარელი გვირჩევს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 4 აპრილის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:

“დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ.  მთვარის მოჭარბებული ენერგია მოადუნებს ყურადღებას, რაც შესაძლოა, არასასურველ ტრავმებსა და ავარიების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად. კარგი დღეა საჩუქრების, კოსმეტიკის, ლატარეის ბილეთების შესაძენად. კარგი დღეა ასევე თმის შესაჭრელად. ნეგატიური დღეა ყურების გასახვრეტად, პრეტენზიების გამოსახატავად, ფინანსური გარიგებებისთვის, ადგილსამყოფელის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტება გული, სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი.

დღის ფერები და მინერალები  –  წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი, ნარინჯისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი, ეს ქვები მეტად მოიზიდავენ დადებით ენერგიებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომის, სასწორისა და მერწყულისთვის, ნეგატიურია დღე კუროს, კირჩხიბისა  და თხის რქისათვის”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები