კარანტინში მოქცეული მსოფლიოს გასული კვირა BBC–ის ფოტოებზე

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ხშირად გვესმის ფრაზა – „დედამიწა დაპაუზდა“. ეს, თითქოს, მართლაც ასეა. ცარიელი ქალაქები, ქუჩები და შინ ჩაკეტილი ადამიანები. ეს ყოველივე, თითქოს, ფილმის სიუჟეტს ჰგავს – იმ სიუჟეტს, რომელიც „ჰოლივუდს“ არაერთგზის შემოუთავაზებია ჩვენთვის.

როგორი იყო გასული კვირა დედამიწაზე – BBC საინტერესო ფოტოებს გვთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის, იგივე Covid-19-ის პანდემიის შედეგად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. დღეის მონაცემებით – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 1 349 808, სულ გარდაცვლილია – 74,820 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 286,762 პაციენტი.

საქართველოში დაინფიცირებულია 195 პირი, გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი და გარდაიცვალა 2.

  • ჩრდილოეთ უელსი, ქალაქ ლლანდიდნოს ცარიელ ქუჩაში მოსეირნე თხები – კორონავირუსით გამოწვეული კარანტინი

  • საქორწილო და საღამოს კაბების დიზაინერი ფრედერიკ იორზიგი მანეკენზე ნიღაბს ასწორებს, რომელიც მის მიერ შექმნილი საქორწილო კაბის აქსესუარია. გერმანიაში ყველანაირი ღონისძიება, მათ შორი ქორწილებიც აიკრძალა

 

  • მწვერვალი მატერჰორნი იტალია–შვეიცარიის საზღვარზე, რომელიც განათდა ჰეშთეგით – „დარჩისახლში“ (stayhome), რაც ხაზს უსვამს სოციალური დისტანცირების აუცილებლობას პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში. პროექტის ავტორის, შვეიცარიელი გრაფიკული მხატვრის, ჯეფრი ჰოფშტეტტერის თქმით, აღნიშნული არის „იმედისა და სოლიდარობის ნიშანი“

  • მდინარე ვლტავას სანაპიროზე მდებარე ბანკის შენობის ფანჯარა, რომელსაც დეზინფექცია უკეთდება – პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

  • ვულკანი პიტონ დე ლა ფურნეზი და გადმოსული ლავა

  • მეხანძრე დამცავი აღჭურვილობით ეხმარება სამხედროს ნიღბის მორგებაში, რომელიც თვითმფრინავ Airbus A320-დან გადმოვიდა. ქმედება ხორციელდება საფრანგეთის არმიის პროტოკოლის მიხედვით. თვითმფრინავი ჩაფრინდა სამხედრო ბაზა ისტრში შესრულებული მისიის შემდეგ

  • „ტაში ზრუნვისთვის“ – მეორე ტალღა და დორჩესტერის ერთ–ერთი საავადმყოფოს მედპერსონალი. ისინი ტაშს უკრავენ დისტრიბუტორებს, სუპერმარკეტების თანამშრომლებსა და დასუფთავების სამსახურის წარმოამდგენლებს, ასე გამოხატავენ მათი შრომისთვის მადლიერებას

  • პოლიციელი კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილი უნიფორმით, რომელიც შედგება ჩაფხუტისგან, კვერთხისა და ფარისგან – სამართალდამცავი ინდოეთის ქალაქ ჩენაიდან, რომელიც კარანტინის დამრღვევებს ასე „აშინებს“

  • მაწანწალა ძაღლი კოსოვოში, პრიშტინას დათოვლილ, თითქმის ცარიელ ქუჩაზე. ხელისუფლებამ აამოქმედა „კომენდანტის საათი“ 17:00–საათიდან 05:00 საათამდე

  • სან ფრანცისკო, კალიფორნია – პოსტერი “მსურს შენი სახის ხილვა” და ქალი პირბადით

კომენტარები

სხვა სიახლეები