ინგრედიენტები:
ბანანი – 3 ცალი,
შაქარი – 100 გრ,
კარაქი – 20 გრ,
შაქრის პუდრა – 2 სადილის კოვზი.
მომზადების წესი: ბანანი გავფცქვნათ და მრგვალად დავჭრათ. კარაქი ტაფაზე გავადნოთ, შაქარი დავუმატოთ და გადნობამდე ცეცხლზე დავტოვოთ. ბანანი ჯერ შაქრის პუდრაში ამოვავლოთ, შემდეგ კი შაქრისგან მიღებულ კარამელში მოვათავსოთ და ორივე მხრიდან შევწვათ.