ინგრედიენტები:
200 გრ. შაქარი;
6 ს/კ კარაქი;
100 მლ. ნაღები.
მომზადების წესი: შაქარი ღრმა ქვაბში ჩავყაროთ და დაბალ ცეცხლზე გავადნოთ, თან ხის კოვზით ვურიოთ, სანამ ყავისფერ მასას არ მივიღებთ. დავუმატოთ კარაქი და გავაგრძელოთ მორევა. მას შემდეგ, რაც კარაქი გადნება, ჩავასხათ ნაღები და შესქელებამდე ვურიოთ. მზა კარამელი შევინახოთ მაცივარში.
სხვა სიახლეები