კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტზე მელანია ტრამპი პირველ კომენტარს აკეთებს
კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრასთან დაკავშირებით აშშ–ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა პირველი კომენტარი გააკეთა.
მელანია ტრამპის წერილი განთავსდა თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ–გვერდსა და მის პირად „ტვიტერზე“. წერილში ნათქვამია, რომ ის უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და წუხს მომხდარის გამო:
„მე სასოწარკვეთილი ვარ გასულ კვირას მომხდარის გამო. მრცხვენია იმის გამო, რომ აღნიშნულთან მიმართებით უსაფუძვლოდ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაჟღერდა ჩემი სახელი ადამიანებისგან, რომლებსაც სურთ იყვნენ აქტუალურები. მე ვემიჯნები ძალადობას და ვთხოვ ხალხს არასდროს გააკეთონ წინასწარი დასკვნები ადამიანის კანის ფერის გამო და არ გამოიყენონ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აგრესიისა და ძალადობისთვის“, – ამბობს ტრამპი.
პირველ ლედი არ საუბრობს იმაზე თუ ვის ეკისრება მომხდარის გამო პასუხისმგებლობა.