კაპიტანმა გუნდის წევრს ხელი სთხოვა – რა მოხდა გადაცემაში „რა? სად? როდის?“ (ვიდეო+ფოტო)

 

ორიგინალური ხელის თხოვნა ტელევიზიის ეთერში. ინტელექტუალური ტელე-თამაში „რა? სად? როდის?“ მიმდინარეობისას, გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ თანაგუნდელ ანი მარდალეიშვილს ხელი სთხოვა.

პროცესი ორიგინალურად და ყველასთვის მოულოდნელად წარიმართა. საკაპიტნო რაუნდის კითხვაზე სტუდიაში შავი ყუთი შემოიტანეს. გუნდის წევრებს უნდა გამოეცნოთ, თუ რა იდო დახურულ ყუთში. კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: „ის, რაც დევს შავ ყუთში, პირველად 1300 წელს გამოიყენა ესპანელმა ექიმმა და ალქიმიკოსმა არლონდ ვილანოველმა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მონოპოლიას მის წარმოებაზე ჰოლანდიელები ფლობდნენ, ამიტომ ამის სახელწოდება ჰოლანდიური ენიდან მოდის. 1640 წლიდან მას ძრითადად მცენარე ჰელიოტროპისგან ამზადებდნენ. რა დევს შავ ყუთში?

მოაზროვნეთა შეხედულებით შავ ყუთში ლაკმუსის ქაღალდი იდო, თუმცა პასუხი გუნდის კაპიტანმა შეცვალა და განაცხადა, რომ შავ ყუთში შესაძლოა, ბეჭედი ყოფილიყო მოთავსებული. წამყვანმა შავი ყუთის გახსნა ბრძანა, რის შემდეგაც კაპიტანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ იქედან საქორწინო ბეჭედი ამოიღო და ყველასათვის მოულოდნელად, თანაგუნდელ ანი მარდალეიშვილს ცოლობა სთხოვა. სასიამოვნო ემოციების შემდეგ, სასიძომ თხოვნაზე დადებითი პასუხი მიიღო.

https://www.youtube.com/watch?v=qyAjvbcsIoI

1 2 3 4 5 6 7

კომენტარები

სხვა სიახლეები