კანის კონოფესტივალზე ჩასული ვარსკვლავების ტანისამოსი – მედიისთვის და საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. წითელ ხალიჩაზე გამოსული ცნობილი სახეების იმიჯი კანის 69-ე კინოფესტივალზე სხვადასხვანაირი იყო – შესანიშნავი, ეფექტური, ექსტრავაგანტული, ხანდახან საშინლად უგემოვნო, ზოგ შემთხვევაში კი თავბრუდამხვევად სექსუალური. მაგალითად, ბელა ჰადიდის წითელი კაბა წელს კანში ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. გთავაზობთ კანის კინოფესტივალის ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველაზე წარუმატებელი ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს.