ამერიკელი რეპერი კანიე უესტი 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს. ამის შესახებ რეპერმა ნიუ-იორკში, Fast Company Innovation Festival-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რეპერის განცხადებას, დარბაზში შეკრებილები სიცილით შეხვდნენ, რის შემდეგაც უესტმა ჰკითხა მათ, რა იყო ამაში სასაცილო.
„ჩვენ ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნიდით! ყოველი მესამე აფროამერიკელი ციხეში ზის. მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს არა იმიტომ, რომ მას ოცნება ჰქონდა, მას ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. ის აფროამერიკელების უფლებებზე და შესაძლებლობებზე საუბრობდა“, – განაცხადა კანიე უესტმა.