კახა კლააძემ ინსტაგრამზე ახალი ძაღლის – კანე კორსოს ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ის ხარკოვის დელეგაციის საჩუქარია. ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი სოცქსელში წერს და ძაღლის სახელად ბუ-ს ფოტოს აქვეყნებს.
“ახალი მეგობარი, 4 თვის კანე კორსო, სახელად ბუ
ხარკოვის დელეგაციის საჩუქარი მერს. საოცრად თბილი და ალერსიანი გოგოა. უყვარს მოფერება და კომპლიმენტები”, – წერს თოქმაჯიშვილი.