“კამერის დაწევა ვერ მოასწრო, ისე ურტყეს თავში” – ჟრნალისტი, ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე

ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელიც 5 ივლისს ოპერატორ ლაშა ლაშქარავასთან ერთად იმყოფებოდა მის ცემის ფაქტზე წერს.

“ღმერთის სახელით რომ იძალადეს 5 ივლისს, აი ეს არის შედეგი! ლექსო გარდაიცვალა
სადარბაზოში რომ შეგვხვდნენ მოძალადეები, კამერის დაწევა ვერ მოასწრო, ისე ურტყეს თავში და ყველგან. მეორე ფოტო მე გადავუღე სარდაფში რომ ჩავედით. მთხოვა, ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენო. ორი ბავშვი მამის გარეშე დარჩა მოძალადეების გამო.
ახლა რა იქნება? უბრალოდ მიუსამძიმრებთ? ხვალ ისევ გამოიყვანთ ღმერთის სახელით მოძალადეებს ქუჩაში და ისევ ჩაქოლავენ ვინმეს. ასეთ ქვეყანაში საერთოდ რა აზრის აქვს რამეს”. – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ოპერატორი რომელიც 5 ივლისს სცემეს გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები